საქართველოს მოქალაქეობა და ქართული ტოპონიმია თურქეთში


საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს

ვიცი, ჩემი ტექსტი საქართველოს რადიკალებს არ მოეწონებათ, ბატონ ჰუსეინ ბილირის ტექსტი კი თურქეთის რადიკალებს გააღიზიანებს; ჩვენ მაინც ვასაჯაროებთ ჩვენს საუბარს.

 ნახეთ და თავად განსაჯეთ:

საქართველოს ხელისუფლებას:
წინა ხელისუფლების შეცდომები ახალი შეცდომებით ვერ გასწორდება!

06.08.2014. თურქეთი, ართვინის ილი, შავშეთის რაიონი, შერთული (ადგილის სახელია, აქ მდინარე იმერხევი ერთვის შავშეთის წყალს), ჰუსეინ ბილირი (იგივე გიორგი მალაყმაძე):
https://www.youtube.com/watch?v=jlb8Cuo3blQ
1. ამიხსნას საქართველოს ხელისუფლებამ, მე რატომ მიმიჩნია ცუდ კაცად და მოქალაქეობა არ მომცა (ბ-ნ ჰუსეინს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა 2013 წელს - ტ.ფ.); ამ დროს კი მოქალაქეობა მისცა საქართველოს მტრებს - ისინი ჩათვალეს კარგ კაცებად... 
მე გულნატკენი ვარ! 
მე ჩამოვალ თბილისში და მთავრობას ვკითხავ მხოლოდ ერთს: რატომ ვარ მე ცუდი კაცი?

2. საქართველოში უკვე 300-მდე მეჩეთი ამოქმედდა, ამ მეჩეთების დამაარსებელ თურქეთის რადიკალ მუსლიმანებს (რომლებსაც ომისკენ მიჰყავთ საქართველოც) აძლევენ მოქალაქეობას და მე არა; ეს რადიკალები 7 მარტს ზეიმობენ, როცა ართვინი ოსმალომ დაიპყრო და საქართველომ დაკარგა; ასეთ ხალხს მისცეს მოქალაქეობა და მე არა -  ეს სამართალია? ისეთ ხალხსაც მისცეს მოქალაქეობა, ქართული არ იცის, საქართველოს დროშასაც კი ვერ იცნობს, რუკაზე საქართველოს ვერ ნახავს და მე არ მომცეს მოქალაქეობა... მე მოქალაქეობა ქართველობის გამო მინდა, მაგათ კი ფულის გამო, იმის გამო, რომ საქართველოს ზიანი მიაყენონ... ესაა საქმე?

3. ქართველებმა ერთმანეთს ხელი თუ არ შევუწყვეთ, საქართველო კიდევ უფრო დაპატარავდება! მე გამწარებული ვარ!

p.s. ბატონი ჰუსეინ ბილალის მსგავსად, ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი დარჩა გულნატკენი და ამიტომ გამოვაქვეყნე მისი საუბარი... ბატონ ჰუსეინს ძირიად ნაწილში ვეანხმები (ეს ჩემი კომენტარებიაც ანს), თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ საქართველოს ახალ მოქალაქეთა შორის ნამდვილად ღირსეული ადამიანებიც არიან.

ჩვენ პატივს ვცემთ აფროამერიკელებსაც, ჩინელებსაც, რუსებსაც, ევროპელებსაც, თურქებსაც... მაგრამ გვადარდებს ის, რომ ქართველთა რაოდენობა მცირდება და მცირდება... თუკი ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება.



თურქეთის ხელისუფლებას:
რეალურია თურქეთში ქართველთა  ენობრივ-კულტურული ასიმილაციის საფრთხე!

თურქეთი უკვე ძლიერი სახელმწიფოა და აღარ უნდა ეშინოდეს მშვიდობისმოყვარე ეთნიკური ავტოქთონი უმცირესობების - ქართველების - ენობრივი და ეთნოკულტურული მეობის შენარჩუნებისა.
მილიონობით ქართველია თურქეთის მოქალაქე, რომელიც ფლობს თურქეთის სახელმწიფო ენას და თურქეთის სახელმწიფოს სამსახურშია (და ეს მათი მოქალაქეობრივი ვალიცაა); უამრავი ქართული კულტურის ძეგლია თურქეთში, რომელიც ქართველი ერის ღირსებაცაა და თურქეთის სახელმწიფოს სიმდიდრეც... ეს ყოველივე საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოების მყარი (უღალატო) კეთილმეზობლობის საფუძვლად უნდა იქცეს...
თუმცა:
როგორც ჩანს, თურქეთში ისევ არის ტენდენცია, წაიშალოს ქართული ტოპონიმია; ზუსტად ვიცი, რომ დაწყებით და საშუალო სკოლებში არსად არ ისწავლება ქართული ენა... შესაბამისად, რეალურია ქართველთა სრული ასიმილაციის საფრთხე.
თუკი ასე გაგრძელდება, ქართულ-თურქული ურთიერთობა ქართულ-რუსულ ე.წ. "ძმობას" დაემსგავსება და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც ქართველ ერს და არც თურქეთს მოუტანს სიკეთეს.
იმედს მაძლევს და მიხარია, რომ თურქეთის ზოგ უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენისა და კულტურის სწავლება; გარდა ამისა, იშხანი აღდგა, ქართველი და თურქი პროფესიონალების თანამონაწილეობით აღორძინდება ოშკი, ოთხთა, პორტა (ხანძთა)... იმედია, მალე აღდგება შავშეთის ციხეც და მის საინფორმაციო ბანერზეც რეალური ისტორია დაეწერება... ეს გზა ნამდვილად მიგვიყვანს ცივილიზებულ ურთიერთობებამდე.
რეალური ისტორიის გათვალისწინებით კეთილმეზობლობა - თანამედროვე სამყაროში ეს არის გზა კულტურული ხალხების ურთიერთობისა; ეს არის საქართველო-თურქეთის პერსპექტიული გზაც.

მე მსურს ქართველთა ენობრივ-კულტური მეობის შენაუნება და ამ ფონზე საქართველო-თურქეთის რეალური კეთილმეზობლობა!

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
12.08.2014

No comments: