ლაზურის სწავლების შესახებ

http://tinyurl.com/mxbt66e



ტარიელ ფუტკარაძე:
თურქეთის სკოლებში ლაზური მეტყველების შესწავლის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღო

ცოტახნისწინ თურქულმა გამოცემა HurrietDailyNews-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაზური მეტყველება არჩევითი საგანი გახდება თურქეთის საშუალო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წელს.
მათივე ცნობით,  სკოლის მოსწავლეებს ლაზურ მეტყველებასცოცხალი ენებისა და დიალექტებისკურსის ფარგლებში შესთავაზებენ, რომ კურსი ასევე შეიცავს ქურთულ, ჩერქეზულ და აფხაზურ ენებს.
თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ, რა გახდა ამის მიზეზი, რამდენად იყო ქართული მხარე საქმის კურსში, როგორ შეხვდნენ თურქული სკოლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ამ საკითხებში გასარკვევადთბილისი თაიმსმამიმართა ენათმეცნიერს, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის  ცენტრის  ხელმძღვანელს,  პროფესორ  ტარიელ ფუტკარაძეს.



ბატონო ტარიელ, როგორია თქვენი შეფასება თურქეთის საშუალო სკოლებში ლაზური მეტყველების სწავლების დაწყებაზე?

თურქეთმა მიიღო დადგენილება, რომ სკოლებში არჩევით საგნად შეიტანოს  “ცოცხალი ენების და დიალექტებისკურსი. იქ არ წერია კონკრეტულად მოცემული ენობრივი ერთეული ენაა თუ დიალექტი; ჩანს, თურქეთის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება; ამ გზით ხდება საფრთხის წინაშე მყოფ ენობრივ ერთეულებზე ზრუნვაარათურქული ენობრივი სამყაროს სტიმულირებარაც შეეხება უშუალოდ ლაზურს:
ქართულ სამეცნიერო წრეებში, ლაზური მიჩნეულია ან ცალკე ენად, ან ზანური ენის დიალექტად, ან ქართველური ენობრივი სამყაროს ერთ-ერთ ქვესისტემადერთ-ერთ დიალექტად. პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველს გვაქვს ერთი დედაენა, რომელიც რეალიზებულია მრავალსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენითა და ათეულობით კუთხური მეტყველებითამ საერთო ენის ქვესისტემებით. ამ ქვესისტემებს ჩვენ რას დავარქმევთ: ენას, დიალექტს თუ კილოს, მოცემულ კონტექსტში მეორე ხარისხოვანია; თურქული კურსის ვარიანტი მოიცავს ენასაც და დიალექტსაც. აქ მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავ, რომ, როგორც წესი, ენა აქვს ეთნოსს, ერს, ხოლო დიალექტიმოცემული ეთნოსის, ერის ერთ ნაწილს. თურქული მხარე იმის საშუალებას იძლევა, რომ ლაზური მეტყველება ისწავლებოდეს, მაგრამ მთავარია კითხვა:
რომელი ანბანის საფუძველზე უნდა ისწავლებოდეს ლაზური მეტყველება? აქ ჩვენ მთავარ პრობლემას ვადგებით.

 კერძოდ რა პრობლემაზეა საუბარი?

ისტორიული წყაროების მცოდნე განათლებულმა ხალხმა იცის, რომ ლაზი ისტორიული ქართველია და მისი შემოქმედებაც ქართული კულტურის ნაწილია; კერძოდ: ტერმინი ლაზი სხვა არაფერია, თუ არა მეგრელის უცხოური, ბერძნული  სახელწოდება. ძველ ტექსტებში უცხოური ტერმინი ლაზი მეგრელად ითარგმნებოდა და პირიქითეგრისის მკვიდრიმეგრელიბერძნულად ლაზად ითარგმნებოდა; როგორც მაგ., ქართველი ითარგმნება, როგორც – Georgian.
ფაქტია ისიც, რომ დიდი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია ძველი ეგრისის ქართველობა, რომელთა შთამომავლები ვართ: მეგრელებიც, იმერლებიც, გურულებიც, აჭარლებიც, ლივანელებიც, მაჭახლელებიც და ლაზებიცდასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. დღეს მეგრელის საოჯახო მეტყველებაა მეგრული, აჭარელისააჭარული, კახელისაკახურიასევე, სარფელი ლაზისალაზური, ხოლო ყველა ამ ქართველის სამწიგნობრო ენაა ქართული სალიტარატურო ენა, რომელიც დაფუძნებული ქართულ ანბანზე. ჩემი აზრით, ასევე, თურქეთელი ლაზებისთვის ლაზურის სწავლებაც და ეროვნული სალიტერატურო ენის (ქართულის) სწავლებაც უნდა დაეფუძნოს ქართულ ანბანს.
სამწუხაროდ, თურქეთის ლაზებმა არ იციან ქართული სამწიგნობრო კულტურის ისტორია და ჰგონიათ, რომ ეს კულტურა შექმნეს აღმოსავლეთელმა ქართველებმა და არალაზებმა, მეგრელებმა, აჭარლებმა და სხვ. ამის გამოა, რომ ისინი თავისად არ თვლიან ქართულ სამწიგნობრო კულტურას, იოვანე ლაზის მონასტერში შემონახულ ქართულ ანბანს და სხვ. შესაბამისად, ცდილობენ თავიანთი კუთხური მეტყველება წამოწიონ წინა პლანზე. კი ბატონო, წამოწიონ, მეც მინდა გაქრობის საფრთხისგან ვიხსნათ ყველა კუთხური მეტყველება, მაგრამ ლაზები რომელი ანბანით ისწავლიან?
წესით, ინფორმირებული ლაზი მოსურნე უნდა იყოს, რომ თავისი ლაზური მეტყველება ისწავლოს ქართული ანბანით, იმიტომ რომ ქართული ანბანი მისიცაა; სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ისინი აპირებენ, ლათინური ანბანით ასწავლონ ლაზური სკოლაში.
მე, რა თქმა უნდა, მგონია, რომ ლაზურ ფონეტიკას და ლაზურ ბგერებს ქართული ანბანი უფრო შეესაბამება. ქართული ანბანი კარგად ასახავს იმ ფონემებს, რომელიც აქვს ლაზურ მეტყველებას, ხოლო ლათინური ანბანი ამ ბგერით სისტემას არ შეესაბამებაკარგია, რომ ლაზური  მეტყველების სწავლება დაიწყება და გადარჩება ლაზური დიალექტი, მაგრამ სჯობია, ლაზებმა მშობლიური კილო ასწავლონ ქართული ანბანით და არა ლათინური ანბანით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოების პრობლემაც დგას. საინტერესოა ერთი ისტორიაც:
ლაზებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ლათინური ანბანის მიხედვით დაუწერესლაზური დედაენა”; კერძოდ, კრემლის ზრუნვით, დედაენა დაიწერა თბილისში და მოსკოვის გავლით გერმანელმა ფოიერშტაინმა გერმანიდან ესდედაენაჩაიტანა თურქეთში. ვფიქრობ, ნათელია, რომ კრემლი იყო დაინტერესებული, ლაზებს არ ეპოვნათ ქართული ფესვები

თუ ლაზები იგივე მეგრელები არიან, რატომ არ უწოდებენ თავიანთ თავს მეგრელებს?

თურქეთის დღევანდელი ქართველები თავიანთ თავს გურჯებს უწოდებენ და არაქართველებს; რატომ? ერთ საინტერესო ისტორიას გეტყვი: ტაოში, სოფელ ქობაიში, პირველად როცა ვიყავი, ქართულად მოსაუბრე ადგილობრივ კაცს ვკითხე: “თქვენ ქართველი ხართ”… გაიოცა, არა, ჩვენ ქართოლს ვჭამთ, მე ქართოლი არ ვარ, მე გურჯი ვარომერე მივხვდი, რომ მან სიტყვაქართველიაღიქვა, როგორცქართოლი”; “ქართოლიკი ქობაიში კარტოფილს ნიშნავს. ანუ, რატომ დაიკარგა თურქეთის ქართველებში სიტყვა ქართველი? იმიტომ, რომ თურქულენოვან გარემოში მათ ყველა ეძახდაგურჯს”, შესაბამისად, დროთა გამვალობაში, თურქულმა სახელმა ჩაანაცვლა ქართული სიტყვა. ასევე მოხდა ლაზის შემთხვევაშიც; თვითსახელოწოდებასმეგრელი”, “ჭანიჩაენაცვლა ბერძნული ლაზი; ლაზი ბერძნულისგან დამკვიდრდა თურქულშიც. სხვათაშორის, ზოგ ტაოელს ახსოვს, რომ მთის გადაღმა ჭანები, ანუ მეგრელები ცხოვრობენ

თქვენი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თუ იყო საქმის კურსში და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში თურქულ მხარესთან ერთად რამდენად მონაწილეობდა?

ალბათ, არა; თურქეთმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღორეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიისრატიფიკაციის მოთხოვნის საპირწონედ; ცნობილია, რომ ევროსაბჭო დიდი ხანია თურქეთისგანაც ითხოვს ამ ქარტიის რატიფიცირებას და მასზე ენების ჩამონათვალის დართვას.. თურქეთის მთავრობა თუ დაეკითხებოდა საქართველოს, ჩვენ შეიძება დავხმარებოდით კიდევ თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის მოქალაქე ლაზებს, რომ შეგვეთავაზებინა ლაზურ მეტყველებაზე მორგებული ქართული ანბანი. სამეცნიერო ლიტერატურაშიჩვენ გვაქვს ლაზური ტექსტები ჩაწერილი ქართული ანბანით, რომელიც განსხვავებით რუსული თუ ლათინური ანბანებისგან, ზედმიწევნით ასახავს ლაზურ ფონეტიკას.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, აღნიშნულ  გადაწყვეტილებას იქ მცხოვრები ლაზები როგორ შეხვდნენ?

პატრიოტ ლაზს უნდა, რომ მისი მეტყველება დავიწყებული არ იყოს და ის კარგად შეხვდებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, ისინი სხვა საფრთხეს ვერ ხედავენთუ  ლაზური მეტყველების სწავლება დაიწყება ლათინური ანბანით, ისინი ამ მიმართულებით წინ დიდად ვერ წავლენ, რადგან მათი მეტყველება და ფონეტიკური სისტემა ვერ გუობს ლათინურს; გარდა ამისა, ისინი საბოლოოდ მოწყდებიან მათი წინაპრების მიერ შექმნილ დიდ სამწიგნობრო კულტურას. მე ვფიქრობ, რომ ლაზებმა არა მხოლოდ ქართული ანბანი, არამედ მათი წინაპრების მიერ შექმნილი ქართული კულტურაც ქართულ ანბანთან ერთად უნდა შეისისხლხორცონ. ასე თუ არ მოხდება, მათი იდენტობა ძალიან ბევრს დაკარგავს.

 სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე ეს თემა განხილვის საგნად იქცა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლაზები თურქეთის სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიან, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თურქებისთვის ლაზები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით?

მე შემიძლია მარტივად გიპასუხოთ: ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული რუკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ძალები ცდილობენ ლაზური თემის გამოყენებას როგორც თურქეთის, ასევესაქართველოს წინააღმდეგ; კერძოდ, ტირაჟირდება ვითომ თურქეთში შექმნილი რუკები, სადაც რიზედან სარფამდე თუ ტრაპიზონიდან სარფამდე ტერიტორია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო; აჭარაც დამოუკიდებელია, სამეგრელოც


ასეთი იდეოლოგია ანტიქართულიცაა და ანტითურქულიცლაზები არავის არ უქმნიან საფრთხეს; მაგრამ ფაქტია, რომვიღაცასსურს, ლაზების ერთი ნაწილის გამოყეება თავისი ინტერესებისათვის, როგორც, მაგალითად აფხაზების ერთი ნაწილი გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ! ლაზთა მეორე ჯგუფი აქტიურად ჰყავთ ჩართული თურქულ-ისლამისტური იმპერიის მომხრეებს, მაგრამ ლაზების უფრო დიდი ნაწილი, პატიოსანი საზოგადოება, ფიქრობს, რომ გადაირჩინოს თავისი კუთხური იდენტობა; მათ ვურჩევდი, რომ პარალელურად შეისისხლხორცონ თავიანთი დიდი, ძველი, მრავალსაუკუნოვანი, ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ქართული ლიტერატურაც და, რაც მთავარია, ქართული ანბანიცთურქეთის სახელმწიფოს არც ლაზებიდან და არც სხვა ქართველებიდანგურჯებიდანსაფრთხე არ ემუქრებათუმცა, გაქრობის საფრთხე ნამდვილად ემუქრება თურქეთის მოქალაქე ქართველთა ეთნიკურ იდენტობას.


შაკო მამუკაშვილი

p.s.

ინტერვიუ გავრცელდა სოციალურ ქსელშიც; სოციალური ქსელების მკითხველებმაც დამისვეს შეკითხვები  / https://www.facebook.com/putkaradze/; დანართში გთავაზობთ სამ კითხვასა და პასუხს.
ტ.ფ.


საქართველოში რა კეთდება არასახელმწიფო ენების დაცვის თვალსაზრისით?

საქართველოში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ არჩევითი სასკოლო საგანი: "გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენები და დიალექტები". სასკოლო კურსში უნდა იყოს საკითხთა ორი ჯგუფი:
1. საქართველოს ენობრივი და ეთნიკური სიტუაციის შესახებ ძალიან ზოგადი ხასიათის მიმოხილვითი საკითხები /როგორიც იყო მაგ., იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოში/;
2.
მოცემული კონკრეტული კუთხის მეტყველების /ენის, დიალექტის/ მახასიათებლები; სწავლებისას აქცენტი - ლექსიკაზე.

რამდენადაა დაშორებული სალიტერატურო ქართულს ლაზური და მეგრული?

ქართველთა დედაენისა და მისი ქვესისტემების ხერხემალია ზმნა; ზმნა ყველა დასახელებულ ქვესისტემაში ერთნაირია; შდრ., მაგ.,  "დაუძახა" ზმნის ვარიანტები ქართველურ ქვესისტემებში:
ქართლური - დაუძახა;
იმერული - დოუძახა;
აჭარული - დუუძახა;
მეგრული - დუძახუ;
ლაზური - დუჯოხუ.

თქვენ ხშირად წერთ, რომ სამეგრელოს, ლაზეთის, აჭარის, სვანეთის, მესხეთის, კახეთის, იმერეთის, რაჭის, გურიის... მკვიდნი: მეგრელები, ლაზები, აჭარლები, სვანები, მესხები, კახელები, იმერლები, რაჭველები, გურულები... ყველა ერთად ვქმნით ქართველ ერს; ამის გამო ზოგი თქვენ ქართველისტად გთვლის (ისინი რატომღაც  ქართველებად არ თვლიან: სვანებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს...).

ასეთ საპატიო "წოდებას" მანიჭებენ ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დაშლით დაინტერესებული პირები. მრავალი ფაქტი ცხადყოფს, რომ ათეულობით საუკუნეა - საერთო გენეტიკური წარმომავლობისა და საერთო ყოფთი კულტურის მქონე სხვადასხვა კუთხის მკვიდრი ქართველები /მათ შორის უცხოელების მიერ დღეს ლაზებად წოდებული მეგრელებიც/ დასახელებულ ყველა კუთხეში თვისობრივად ერთნაირად ვქმნით ქართულ სამწიგნობრო ენას, როგორც ქართული კულტურის საფუძველს; შესაბამისად, მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ენა დედაენაა, მაგ., აჭარელისთვისაც, კახელისთვისაც, ზუგდიდელი თუ რიზელი ლაზისთვისაც (მეგრელისთვისაც),სვანისთვისაც და ინგილოსთვისაც...
ამ სიმართლის ცოდნა საქართველს ამჟამინდელ "ოპონენტებს" თუ არა, მათ შვილებს მაინც წაადგებათ; მოცემულ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ:
მეგრელები ქართველი ერის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია; უცხოენოვან ველშო მეგრელთა ნაწილს სახელად შერჩა ლაზი; ამ კუტხით დავიმოწმებ ერთ-ერთ ისტორიულ ცნობას:
"
ქართლის 'ცხოვრება": ანდრია პირველწოდებულიმიიწია ტრაპეზუნდად, სოფელსა მეგრელთასა, სადა დაყო ჟამი მცირედი..."
"ქართლის ცხოვრებისთვის" ამოსავალ ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობის ბერძნულენოვან ისტორიაში წერია, რომ  ტრაპიზონი ლაზიკეა - ლაზთა ქალაქია...
ანუ ბერძნული "ლაზი" ქართული "მეგრელის" თარგმანია; შესაბამისად, ამჟამინდელი ლაზები ისეთივე მემკვიდრენი არიან სულ მცირე, 20-საუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურისა, როგორც, მეგრელები, აჭარლები, გურულები, იმერლები, ქართლელები, მესხები, სვანები, მაჭახლელები თუ თუშ-ფშავ-ხევსურნი...
დღეს თუ არა ხვალ, ეს სიმართლე ყველგან დამკვიდრდება!

No comments: